საქართველოს გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები 27-28 ივლისს ჩეხეთის ქალაქ ლიბერეცში ძიუდოისტთა ევროპის თასზე იასპარეზებს. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეს-სამსახურის ცნობით, მომავალ ტურნირზე გუნდის შემადგენლობა ასეთი იქნება: 52 კგ. სალომე აბაშიძე; 57 კგ. მარიამ ციხელაშვილი, ნინო მარტიაშვილი, სოფიო ბერიძე; 70 კგ. თეონა სუხიტაშვილი; +78 კგ. ელენე ქებაძე. გოგონათა ნაკრებს ლიბერეცში მწვრთნელი კახა მოცრაძე წარუძღვება.