ძიუდო

21:02 | 13.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტებმა დარბაზის პრობლემაზე პრემიერ-მინისტრთან ილაპარაკეს

დღეს, ქართველი ძიუდოისტები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. სახელმწიფო კანცელარიას, ეროვნული ნაკრების წევრებისა და მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძის გარდა, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვიც ესტუმრნენ.

ადვილი მისახვედრია, ძირითადი სასაუბრო თემა დარბაზის პრობლემა იყო, რომელიც ძიუდოისტებს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის აკადემიაში სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ შეექმნათ. დიღომში მდებარე დარბაზი, ძიუდოს ფედერაციას, წლების წინ, თბილისის მერიამ საჩუქრად გადასცა და ეს, პრესასა და ტელევიზიაშიც გაშუქდა, მაგრამ როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დარბაზი ძიუდოისტებს ოფიციალურად ჯერაც არ ეკუთვნით და იქ დაბრუნების შანსიც, არც თუ მაღალია.

“მსოფლიო სპორტმა” შეიტყო, რომ პრემიერ-მინისტრი, ძიუდოს ფედერაციას შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის იურიდიულად გადაცემას დაჰპირდა, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებული ოფიციალური კომენტარისგან, ჯერ ყველა თავს იკავებს. არც პრემიერის პრეს-სამსახური ავრცელებს, თუნდაც მშრალ ინფორმაციას.

0.119172