14 დეკემბერს ძიუდოში საქართველოს პირველი საკლუბო ჩემპიონატი გაიმართება. ახალ პროექტს საქართველოს ძიუდოს ფედერაცია „ძიუდოს განვითარების ფონდის“ ხელშეწყობით იწყებს.
პირველ ეტაპზე ჩემპიონატი 1998-1999 წლებში დაბადებულ ძიუდოისტებს შორის შედგება. ძიუდოს ფედერაციამ ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოაქვეყნა განცხადება, რომლიდანაც მონაწილეობის მსურველ კლუბებს ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. მათ რეგისტრაცია ფედერაციის მიერ დამტკიცებულ საორგანიზაციო კომიტეტში უნდა გაიარონ და წარადგინონ განაცხადი.
პირველი ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 6 ათასი ლარი იქნება, რომელიც “ძიუდოს განვითარების ფონდმა“ დააწესა. ტურნირის საორგანიზაციო ხარჯებსაც ეს ფონდი დაფარავს.
პირველ ეროვნულ საკლუბო ტურნირზე ტატამზე მხოლოდ ვაჟები გავლენ. შეჯიბრება 5 წონით კატეგორიაში გაიმართება: 55, 66, 73, 81 და +81 კილოგრამებში.