ფეხბურთი

17:15 | 21.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძებინა კარიერის ამერიკაში გაგრძელებას არ გამორიცხავს

ვეტერანი ფრანგი ცენტრალური მცველი ჯონათან ძებინა კარიერის ამერიკულ შეერთებულ შტატებში გაგრძელებას არ გამორიცხავს.

35 წლის უკანახაზელი, ამჟამად, “ტულუზაში” ირიცხება, მაგრამ მას სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა. ლიგა ერთის მიმდინარე გათამაშებაში, ძებინამ მოედანზე მხოლოდ 1 წუთი დაჰყო.

“საკუთარი თავის რწმენა არ უნდა დავკარგო, მაგრამ სიტუაცია რთულია. ვეცდები, რამე შევცვალო, მაგრამ თუ ეს არ გამომივიდა, სხვა ვარიანტებს განვიხილავ. აშშ? შესანიშნავი იქნებოდა. ეს ქვეყანა ყოველთვის მიზიდავდა. იქ ფეხბურთი ვითარდება.” – ციტირებს ძებინას სიტყვებს Sky Sports-ი.

შეგახსენებთ, რომ ჯონათან ძებინას ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორიც “რომა” და “იუვენტუსია”.

0.111769