თბილისის “დინამოს” ნახევარმცველი ირაკლი ძარია თანაგუნდელებს 3-4 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
“დინამოს” ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, “სტრიემურთან” მოგებული (6:1) მატჩის მე-18 წუთზე დაშავდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
თბილისური კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, 18 ივლისს ძარიას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და წვივის კუნთის ნაწილობრივი დაზიანება აღმოაჩნდა. მან მკურნალობა უკვე დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ძარიას გარდა ტრავმირებულია სლოვაკი ნახევარმცველი პეტარ გრაიციარი, რომელიც გუნდს ხანგრძლივი პერიოდით გამოაკლდა.
ბადრი კეთილაძის ფოტო