ფეხბურთი

13:59 | 1.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძარია გამოჯანმრთელდა

თბილისის “დინამოს” ნახევარმცველმა ირაკლი ძარიამ, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ფარერების “სტრეიმურთან” მატჩში დაშავდა, ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ “დინამოს” პრესსამსახური იუწყება.

ირაკლი ძარია: “მეორე დღეა რაც ვარჯიში განვაახლე. ჯერჯერობით, გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელი მიხალ რუკავიჩკა ინდივუდუალური პროგრამით მამზადებს. ტკივილები აღარ მაწუხებს. ექიმების თქმით, 3-5 დღეში გუნდთან ერთად ვარჯიშს დავიწყებ. თუმცა, არა სრული დატვირთვით. იმედი მაქვს, პლეი ოფის შეხვედრებისთვის მზად ვიქნები”.

0.121902