თამაშგარე

11:03 | 1.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ძამბროტას ცოლი კინაღამ მანიაკის მსხვერპლი გახდა

ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის, ჯანლუკა ძამბროტას ქმარზე არანაკლებ ცნობილი მეუღლე - ვალენტინა ძამბროტა, რამდენიმე დღის წინ, კინაღამ სექსუალური მანიაკის მსხვერპლი გახდა. მშვენიერ ვალენტინას მანიაკი თავს მაშინ დაესხა, როდესაც სამსახურიდან, ქალაქ მილანში მდებარე პატარა სკვერის გავლით სახლში ბრუნდებოდა.
როგორც ჩანს, მანიაკმა ადვილად გამოარჩია მკერდმშვენიერი და სხვა მრავალი ღირსებებით დამშვენებული ვალენტინა სხვა ქალებისაგან და სწორედ ამიტომ აედევნა. როდესაც ფეხბურთელის მეუღლე პარკის ბილიკს დაადგა, მანიაკი (რომელიც ვალენტინა ძამბროტას თქმით, 30 წლამდე მამაკაცი იყო) წამოეწია, უკნიდან მიეპარა და პარკის ბნელ კუნჭულში გათრევა დაუპირა.
თუმცა, როგორც ჩანს, ვალენტინა ძამბროტას სავარჯიშო დარბაზებში სიარულსა და ტანის სრულყოფაზე ზრუნვას უკვალოდ არ ჩაუვლია. ქალმა მოძალადისგან დასხლტომა და პოლიციის უახლოეს პუნქტამდე მისვლა მოახერხა. იტალიელი პოლიციელები უკვე გამალებით ეძებენ ახალგაზრდა მანიაკს, რომლის სახეც, სკვერში არსებული სიბნელის მიუხედავად, ვალენტინას კარგად დაუმახსოვრებია. თუ დაიჭირეს, მტერსა და ავს, იმას რომ ამბავი დაემართება...  
 

0.141223