სხვა

14:37 | 15.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნობაში გამარჯვებულები საქართველოს პრეზიდენტმა დააჯილდოვა

დუშეთის კულტურის სახლში ძალოსანთა შორის საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა. საქართველოს პირველობა 8 წონით კატეგორიაში გაიმართა, ჩემპიონობისთვის კი 60 სპორტსმენი იბრძოდა.

ჩემპიონატის დასკვნით დღეს, დუშეთის კულტურის სახლს საქართველოს პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი ესტუმრა და მძიმე წონაში გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა.

ეროვნული ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ეროვნული ნაკრები (მთავარი მწვრთნელი – გიორგი ასანიძე) დაკომპლექტდება, რომელიც 6-16 ნოემბერს ალმატიში (ყაზახეთი) მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოვა. მსოფლიოს პირველობაზე დაიწყება რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებისთვის ბრძოლაც.

ძალოსნები ოლიმპიადის ლიცენზიებს წლეულს და გაისად გასამართი მსოფლიოს პირველობებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით გაითამაშებენ. ოლიმპიადის საგზურები გუნდური შედეგების მიხედვით გადანაწილდება.

 

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში.

11-13 სექტემბერი, დუშეთი

11 სექტემბერი

56 კგ

1) ზაზა ფუტკარაძე (აჭარა) - 200 კგ (ატაცი 90 კგ, აკვრა 110 კგ)

2) ზვიად ფუტკარაძე (აჭარა) - 190 კგ (85 + 105)

3) ხვიჩა ჯინჭარაძე (აჭარა) - 163 კგ (71 + 92)

 

62 კგ

1) რამინ შამილაშვილი (აჭარა) - 266 კგ (121 + 145)

2) გოდერძი ბერდელიძე (საჩხერე) - 234 კგ (104 + 125)

3) ბექა ბერუაშვილი (თბილისი) 199 კგ (89 + 110) 

 

69 კგ

1) თორნიკე თოდაძე (საჩხერე) -283 კგ (130 + 153)

2) ვაჟა ქავთარაძე (აჭარა) - 263 კგ (116 + 147)

3) გოგა ჩხეიძე (ზუგდიდი) - 262 კგ (117 + 145)

 

77 კგ

1) გიორგი ლომთაძე (ქუთაისი) - 330 კგ (152+178)

2) ირაკლი გაბრჭიძე (საჩხერე) - 312 კგ (145+167)

3) რევაზ დავითაძე (თბილისი) - 273 კგ (128+145)

 

85 კგ

1) დავით ხარატიშვილი (აფხაზეთი) - 321 კგ (141+180)

2) ზურიკო თავაძე (ქუთაისი) - 292 კგ (135+157)

3) ირაკლი ჯალაღონია (ზუგდიდი) - 259 კგ (114+145)

 

94 კგ

1) ნიკა ნანაძე (თბილისი) - 337 კგ (152+185)

2) ნიკა წიკლაური (თბილისი) - 336 კგ (155+183)

3) ლონგინოზ ბრეგვაძე (საჩხერე) - 328 კგ (148+180)

 

105 კგ

1) გიორგი მაჭავარიანი (აჭარა) - 363 კგ (170+193)

2) გიორგი ჩხეიძე (ზუგდიდი) - 343 კგ (155+188)

3) დავით ხეცურიანი (ქუთაისი) - 338 კგ (150+188)

 

+105 კგ

1) ირაკლი თურმანიძე (აჭარა) - 408 კგ (188+225)

2) ალბერტ კუზილოვი (აჭარა) - 380 კგ (170+210)

3) ბაქარ თურმანიძე (აჭარა) - 287 კგ (130+152)

 

გუნდური

1) აჭარა - 205

2) საჩხერე - 173

3) თბილისი - 172

 

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.464158