პოლონურმა "იაგელონიამ" საკონტროლო მატჩში 3:0 სძლია ლიტვის "ჟალგირისს", ნიკა ძალამიძემ კი გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ქართველმა შემტევმა მეორე ნახევარი სრულად ჩაატარა და პოლონურმა გუნდმა სამივე გოლი ამ ტაიმში მიითვალა. ძალამიძემ 50-ე წუთზე გახსნა ანგარიში.
შეხსენებისთვის, ძალამიძე 21-წლამდელთა ნაკრებში იმიტომ არაა, რომ "იაგელონიამ" წერილობით სთხოვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას - ფეხბურთელი კი თამაშობს, მაგრამ ხანგრძლივი ოპერაციის შემდეგ, ექიმებისა და თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და დრო სჭირდება ფორმის აღსადგენადო.
ალექსანდრე ჩივაძემაც, ძალამიძის ნაცვლად, აკაკი შულაია ("მერანი") გამოიძახა.