ფეხბურთი

22:40 | 29.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძემ ორთვიანი შესვენების შემდეგ ითამაშა

ნიკა ძალამიძემ ორთვიანი შესვენების შემდეგ ითამაშა. როგორც იცით, მან ნოემბერში კოჭის ტრავმა მიიღო და ოპერაცია დასჭირდა. ძალამიძემ სამი კვირის წინ დაიწყო მსუბუქად ვარჯიში, შემდეგ ნელ-ნელა ზრდიდა დატვირთვებს და თურქულ შეკრებაზე პირველი მატჩიც ჩაატარა: “იაგელონიამ” ხორვატიის “დრაგოვოლიაცთან” 1:2 წააგო, ნიკა კი 73-ე წუთზე შევიდა მინდორზე.

“იაგელონიას” კიდევ ერთმა ქართველმა, გიორგი ფოფხაძემ ბოლო 25 წუთი ითამაშა. გიორგის მოსამზადებელი ეტაპის მცირე პერიოდი გაუცდა მიკროტრავმის გამო.

0.12566