ფეხბურთი

21:44 | 22.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძე საგოლე პასით დაბრუნდა, ფოფხაძე გააძევეს

ნიკა ძალამიძემ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.

შარშან შემოდგომაზე კოჭზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, ბიალისტოსკის “იაგიელონიას” შემტევმა ნახევარმცველმა “პოდბესკიძიესთან” საშინაო შეხვედრაში (2:2) ითამაშა. ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 78-ე წუთზე შეცვალეს. 24-ე წუთზე ალბანელმა ბეკიმ ბალაჟმა ანგარიში ძალამიძის პასით გაათანაბრა – 1:1.

ძალამიძის მსგავსად, გიორგი ფოფხაძეც სასტარტოში იმყოფებოდა და 67-ე წუთზე, როდესაც “იაგიელონია” 2:1 იგებდა, გააძევეს. ქართველი მცველი მეტოქეს ეუხეშა და მსაჯმა წითელი ბარათი აჩვენა. “პოდბესკიძიემ” ანგარიში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გაათანაბრა. “იაგიელონიას” 30 ქულა აქვს და 16 გუნდში მე-8 ადგილი უკავია.

0.061703