ფეხბურთი

18:48 | 9.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძალამიძე – ისევ ტრავმა, ისევ ოპერაცია

ნიკა ძალამიძე ისევ დაშავდა და წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს. ეს ინფორმაცია პოლონური "იაგელონიას" საიტმა გაავრცელა. 21 წლის ქართველი ნახევარმცველი გასული ტურის მატჩში კოჭის ტკივილის გამო შეცვალეს. თავიდან თითქოს სერიოზული არ ჩანდა, მაგრამ გამოკვლევამ აჩვენა, რომ ძალამიძე კვლავ საოპერაციო იყო.  

როგორც იცით, ძალამიძეს ნახევარ წელიწადზე მეტი გაუცდა: მან თებერვალში მუხლის ჯვარედინი მყესები დაიზიანა და ოპერაცია დასჭირდა, შემდეგ კი რეაბილიტაციამ წაიღო დიდი დრო. ნიკამ სექტემბერში დაიწყო თამაში, თუმცა თვენახევარში ისევ ტრავმა მიიღო.

0.114447