პოლონური “იაგელონიას” შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს ოთხ კვირაში განაახლებს. ამის შესახებ გამოცემა sport.pl-ს “იაგელონიას” მთავარმა მწვრთნელმა პიოტრ სტოკოვეცმა განუცხადა.
“ოთხი კვირის შემდეგ ნიკა გუნდს უნდა შეუერთდეს”, – თქვა სტოკოვეცმა.
ძალამიძე მიმდინარე წლის თებერვალში “იაგელონიას” ვარჯიშზე მძიმედ დაშავდა. მან მუხლის მყესები გაიწყვიტა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ამის გამო, პოლონეთის ექსტრაკლასას მეორე წრეში აღარ უთამაშია. 21 წლის ფეხბურთელი დღესდღეობით ინდივიდუალურად ვარჯიშობს.