რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს 22 წლის ფეხბურთელმა ალან ძაგოევმა ევროპის პირველობიდან გამოვარდნის შემდეგ, სადიპლომო ნამუშევრის “ხუთიანზე” დაცვაც მოასწრო და ქორწილისთვის მზადებასაც შეუდგა.
ალანის დიპლომი უმაღლესი ლიგის ფეხბურთელების კონკურენტუნარიანობისა და ვარჯიშის შეფარდების ოპტიმიზაციას ეხებოდა. ძაგოევს კვალიფიკაცია – “ფიზკულტურისა და სპორტის სპეციალისტი” – მიენიჭა.
ფეხბურთელმა დიპლომი “ექსტრემალურ სიტუაციაში”, მრავალრიცხოვანი გულშემატკივარისა და ჟურნალისტების დაკვირვების ქვეშ დაიცვა.
დიპლომის დაცვის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ალანმა მომავალ ქორწილზე ისაუბრა, რომელიც მოსკოვსა და სპორტსმენის სამშობლოში, ოსეთში გაიმართება. ამასთან, რომელიმე ევროპულ კლუბში თამაშის სურვილიც გამოთქვა. სამწვრთნელო კარიერაზე კი, განაცხადა, რომ მომავალში ახალგაზრდა ფეხბურთელების დარიგებას არ გამორიცხავს.
შეგახსენებთ, რომ ევრო2012-ის ჯგუფურ ეტაპზე ალანმა, ჩეხეთისა და პოლონეთის ნაკრებებს 3 გოლი გაუტანა.