მოსკოვის ცსკა-ს ნახევარმცველი ალან ძაგოევი მიუნხენის “ბაიერნთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. Sports.ru-ს ცნობით, რუსეთის ეროვნული ნაკრების შუახაზელს ტრავმა აწუხებს.
“ვნახოთ, რამდენად სერიოზულია დაზიანება. ძაგოევს საზარდულის უკანა ნაწილი აწუხებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2-3 კვირის გამოტოვება მოუწევს”, - განაცხადა არმიელთა თავკაცმა ლეონიდ სლუცკიმ.
ცნობისათვის, ცსკა “ბაიერნს” 17 სექტემბერს დაუპირისპირდება.