ჭადრაკი

22:46 | 11.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძის პირველი მარცხი

ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ევროპის მე-15 ინდივიდუალური ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი რუსი ვალენტინა გუნინა (2501) გახდა, რომელმაც საქართველოს ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2541) დაამარცხა და 6 ტურში 5.5 ქულა მოაგროვა.

გუნინა ნახევარი ქულით უსწრებს უკრაინელ ნატალია ჟუკოვას (2451) და ლელა ჯავახიშვილს (2474). ამ უკანასკნელმა შავებით პოლონელ მონიკა სოცკოს (2462) სძლია.

შემდეგ 10 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი მოდის, რომელთა აქტივში 4.5-4.5 ქულაა. მათ შორის 4 ქართველია. დამატებითი მაჩვენებლებით, ძაგნიძე მეოთხეა, სალომე მელია (2454) – მე-6, ნინო ბაციაშვილი (2417) – მე-7, ნინო ხურციძე (2460) კი – მე-11.

მელიამ თეთრებით რუმინელ კრისტინა-ადელა ფოისორს (2383) სძლია, ბაციაშვილმა რუს ნატალია პოგონინას (2508) მოუგო, ხურციძე კი შავი ფიგურებით რუს ტატიანა კოსინცევას (2476) დაუზავდა.

ევროპის პირველობაზე მოთამაშე დანარჩენ ქართველთა მდგომარეობა ასეთია: 23. სოფიო გვეტაძე (2356) – 4.0; ...38. მერი არაბიძე (2406) – 3.5; ...63. სოფიკო გურამიშვილი (2402) – 3.0; ...111. მადონა ბოკუჩავა (2027) – 1.0;

მე-7 ტურში პირველ დაფაზე ჟუკოვა გუნინას ეთამაშება, სხვა საინტერესო წყვილები კი ასეთია: ჯავახიშვილი-მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2521), ძაგნიძე-ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2476), ხურციძე-ოლგა გირია (რუსეთი, 2493), ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2488)-მელია, სოცკო-ბაციაშვილი.

0.114103