ჭადრაკი

1:25 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძის პირველი მარცხი

სომხეთის ქალაქ დილიჟანში მიმდინარე ქალთა 2013-14 წლების საჭადრაკო გრან-პრის მე-2 ეტაპზე ნანა ძაგნიძემ (2550) პირველი მარცხი განიცადა და ლიდერთა ჯგუფს დაშორდა.

მე-5 ტურში ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით რუს ტატიანა კოსინცევას (2526) დაუპირისპირდა და 46-ე სვლაზე დანებდა. შედეგად, ნანას 3.0 ქულა შერჩა და 12 მონაწილეს შორის მე-4 ადგილამდე დაქვეითდა.

ახლა, ერთპიროვნული ლიდერი სლოვენიელი ანა მუზიჩუკია (2593), რომელმაც ამჯერად თეთრებით ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა (2531) დაამარცხა და თავი 4.0 ქულას მოუყარა. 3.5 ქულით მე-2 პოზიციაზეა ინდოელი ჰამპი კონერუ (2597), ხოლო მე-3 საფეხურზე მყოფ მონღოლ ტუვშინტუგს ბატჩიმეგს (2316) ძაგნიძის დარად 3.0 ქულა გააჩნია.

2.0 ქულით მე-9 ადგილზე დამკვიდრდა ბელა ხოტენაშვილი (2531), რომელიც თეთრი ფიგურებით ხსენებულ კონერუს დაუზავდა. მე-6 ტურში დილიჟანში ქართულ დაპირისპირებას ვიხილავთ. ძაგნიძე ხოტენაშვილს თეთრებით ეთამაშება.

0.116204