ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე (2550) ფიდე-ს გრან-პრის მე-4 ეტაპს, რომელსაც რუსეთის ქალაქი ხანტი-მანსიისკი მასპინძლობს, ცუდ ფორმაში შეხვდა. 3 ტურის თავზე ნანას აქტივში მხოლოდ 0.5 ქულაა და ის 12 მონაწილეს შორის ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.
მე-3 ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით ტურნირის ლიდერ იიფან ჰოუს (ჩინეთი, 2618) დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა. შედეგად, აზიელმა ქულათა მაქსიმუმი მოაგროვა და მეორე-მესამე პოზიციებზე მყოფ ჩინელვე ქსუე ჟაოს (2552) და სლოვენიელ ანა მუზიჩუკს (2560) უკვე ქულით უსწრებს.
მე-4 ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრებით რუს ტატიანა კოსინცევას (2496) ეთამაშება, რომელსაც 1.5 ქულით მე-9 საფეხური უკავია.
ხანტი მანსიისკის საჭადრაკო გრან-პრი. 7-22 აპრილი.
მე-3 ტური
ანა უშენინა (უკრაინა, 2501) - ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2527) 0.5:0.5
ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2552) – ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2489) 1:0
ოლგა გირია (რუსეთი, 2450) – ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი, 2321) 0.5:0.5
ანა მუზიჩუკი (
იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2618) – ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2550) 1:0
ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2496) – ტუვშინტუგს ბატჩიმეგი (მონღოლეთი, 2340) 0.5:0.5
სატურნირო მდგომარეობა
3 – ჰოუ; 2 – ჟაო, მუზიჩუკი; 1.5 – ლაჰნო, სტეფანოვა, უშენინა, მუმინოვა, გურია, კოსინცევა; 1 – კოსტენიუკი; 0.5 – ძაგნიძე, ბატჩიმეგი;
მე-4 ტური
კოსტენიუკი – ბატჩიმეგი
ძაგნიძე – კოსინცევა
ლაჰნო – ჰოუ
მუმინოვა – მუზიჩუკი
სტეფანოვა – გირია
უშენინა – ჟაო