ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში დასრულებულ 41-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე ჩინებული შედეგი აჩვენა საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ, რომელიც პირად ჩათვლაში პირველ დაფაზე საუკეთესო რეიტინგ-პერფომანსით მცირე ოქროს მედალს დაეპატრონა.
ძაგნიძემ 9 შესაძლებლობიდან 8 ქულის მოგროვება მოახერხა. მეორეზე ჩინელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი გავიდა, ხოლო ბრინჯაო შვედ პია კრამლინგს ხვდა წილად. ოლიმპიადაზე მომატებული სარეიტინგო ქულებით, ძაგნიძემ მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეთა ტოპ-ათეულის მეოთხე საფეხურზე გადაინაცვლა.
მეორე დაფაზე ვერცხლის მედალი ბელა ხოტენაშვილმა დაისაკუთრა, ოქროს მედალი – ვალენტინა გუნინას (რუსეთი) ერგო, ხოლო – ბრინჯაო ჟუ ვენჟუნს (ჩინეთი).
ქართველ მონაწილეთა ტექნიკური შედეგები:
ქალთა გუნდი:
ძაგნიძე – 8 (9); +15.7 სარეიტინგო ქულის მატება
ხოტენაშვილი – 7 (9); +13.0
ჯავახიშვილი – 3.5 (6); -1.0
მელია – 5 (9); -11.3
ბაციაშვილი – 4.5 (7); -9.1
ვაჟები:
ჯობავა – 6 (10); -5.5
მჭედლიშვილი – 4 (9); -15.4
ფანცულაია – 6.5 (9); +8.8
ნიგალიძე – 5 (9); -4.0
შანავა – 2.5 (6); -13.5