გაზიანთეფში დაწყებული ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატის პირველ ტურში 11 ქართველი მოჭადრაკიდან შვიდმა გამარჯვება იზეიმა, თუმცა, იმის თქმა, რომ თურქული ტურნირი ქართული დელეგაციისთვის წარმატებულად დაიწყო, გაგვიჭირდება. საქმე ის გახლავთ, რომ მარცხი განიცადეს საქართველოს ნაკრების ყველაზე მაღალრეიტინგულმა წევრებმა – ნანა ძაგნიძემა და ბელა ხოტენაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ორიოდ დღის წინ განახლებულ ფიდე-ს რეიტინგში ძაგნიძემ მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, ამდენად, მისი აზერბაიჯანელ გულნარ მამადოვასთან თეთრი ფიგურებით მარცხი საწყისი ტურის უმთავრესი სენსაცია გახლდათ. მოულოდნელი იყო ხოტენაშვილის წაგებაც რუს ინა ივახინოვასთან. მითუმეტეს, რომ ქართველი მოჭადრაკე ამ შემთხვევაშიც თეთრებით თამაშობდა.
ცნობისთვის, ევროპის პირველობაზე 2-13 მარტის ჩათვლით, მონაწილეები ერთმანეთს კლასიკურ ჭადრაკში შეეჯიბრებიან, 15-16 მარტი სწრაფ ჭადრაკს (რაპიდი) დაეთმობა, ხოლო 17-18 მარტს უძლიერესები ბლიცი გამოვლინდებიან. ტურნირის საპრიზო ფონდი კლასიკურ ჭადრაკში 106 000 ევროა, ხოლო რაპიდსა და ბლიცში 10-10 ათასი.
ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. გაზიანთეფი (თურქეთი). 1-14 მარტი. 1-ლი ტური
ნანა ძაგნიძე (2559) – გულნარ მამადოვა (აზერბაიჯანი, 2324) 0:1
ბელა ხოტენაშვილი (2490) – ინა ივახინოვა (რუსეთი, 2285) 0:1
მიჰაელა-ვერონიკა ფოისორი (რუმინეთი, 2242) – ლელა ჯავახიშვილი (2448) 0.5:0.5
ნინო ხურციძე (2447) – ანა აირაპეტიანი (სომხეთი, 2227) 1:0
ნინო ბაციაშვილი (2438) – ნარგიზ უმუდოვა (აზერბაიჯანი, 2220) 1:0
მონიკა ციგანოვა (ესტონეთი, 2185) – ნაზი პაიკიძე (2406) 0.5:0.5
სალომე მელია (2400) – მარგარიდა კოიმბრა (პორტუგალია, 2156) 1:0
კამილ დე სერუ (შვეიცარია, 2122) – სოფიკო გურამიშვილი (2395) 0:1
ოლენა მარტინკოვა (უკრაინა, 1689) – მერი არაბიძე (2337) 0:1
სოფიკო გვეტაძე (2334) – გონულდენ სედა ალევი (თურქეთი, 1612) 1:0
ირმაკ დაი (თურქეთი, 1592) – მირანდა მიქაძე (2329) 0:1