რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე გრან-პრის მე-5 ტურში ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ (2550) გამარჯვება იზეიმა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.
ძაგნიძე შავი ფიგურებით მონღოლ ტუვშინტუგს ბატჩიმეგს (2340) დაუპირისპირდა და აუტსაიდერი მეტოქე 98-ე სვლაზე დაამარცხა.
შედეგად, ნანამ 2.5 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-9 ადგილზე იმყოფება, თუმცა კი, მე-3 პოზიციაზე მყოფ ჩინელ ქსუე ჟაოს (2552) მხოლოდ 0.5 ქულით ჩამორჩება.
ამ დროისთვის ლიდერობას კიდევ ერთი ჩინელი იიფან ჰოუ (2618) ინარჩუნებს, რომელსაც 4.5 ქულა გააჩნია და უახლოეს კონკურენტ ანა მუზიჩუკს (
მე-6 ტურში, რომელიც 15 აპრილს გახლავთ დაგეგმილი, ძაგნიძე ისევ შავებით ითამაშებს, მისი მეტოქე კი რუსი ალექსანდრე კოსტენიუკი (2527) იქნება, რომლის აქტივში ასევე 2.5 ქულაა.