ჭადრაკი

1:18 | 29.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა!

საერთაშორისო დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

როგორც ვიუწყებოდით, ხანტი-მანსიისკში გამართული ტურნირზე საქართველოს ღირსებას ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი იცავდნენ.

ნანამ ბლიცში ჩინებულად იასპარეზა და 30-დან 20.5 ქულით მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჩემპიონის ტიტული ანა მუზიჩუკმა (სლოვენია) მოიპოვა. მესამე ადგილს 20 ქულით ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) დაეპატრონა.

ჩემპიონატის მეორე ქართველმა მონაწილე ბელა ხოტენაშვილმა 14.5 ქულა დააგროვა და 34 მონაწილეს შორის 22-ე შედეგი აჩვენა.

0.115223