საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2550) ხანტი-მანსიისკში მიმდინარე გრან-პრის მე-4 ეტაპზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ნანამ თეთრი ფიგურებით რუსი ტატიანა კოსინცევა (2496) დაამარცხა და 12 მონაწილეს შორის 1.5 ქულით მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.
კვირას გრან-პრის მონაწილეები დაისვენებენ, ორშაბათს კი ძაგნიძე შავებით აუტსაიდერ ტუვშინტუგს ბატჩიმეგს (მონღოლეთი, 2340) ეთამაშება.
რუსეთში მიმდინარე გრან-პრის ერთპიროვნულ ლიდერად ჩინელი იიფან ჰოუ (2618) რჩება, რომელიც შავი ფიგურებით უკრაინელ კატერინა ლაჰნოს (2543) დაუზავდა და თავი 3.5 ქულას მოუყარა.
შეგახსენებთ, რომ ძაგნიძეს, რომელსაც ტურნირზე დახმარებას პერსონალური მწვრთნელი, საერთაშორისო ოსტატი ხვიჩა სუპატაშვილი უწევს, აქამდე 2 ეტაპზე აქვს მონაწილეობა მიღებული.
ნანამ ჟენევაში (შვეიცარია) III-IV ადგილები გაინაწილა, ხოლო დილიჟანში (სომხეთი) – II-III. ამჟამად, საერთო ჩათვლას ინდოელი ჰამპი კონერუ ლიდერობს 320 ქულით, ხოლო მეორე ადგილზე 290 ქულით ქართველი ბელა ხოტენაშვილი იმყოფება.
ცნობისთვის, თითოეულმა მოჭადრაკემ ოთხ-ოთხ ტურნირში უნდა მიიღოს მონაწილეობა. საერთო ჩათვლაში კი, სამი საუკეთესო შედეგი ჯამდება.
გრან-პრი სულ ექვსი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი – 60 000 ევროს შეადგენს.
I ადგილი – 10 000 ევრო (120 ქულა+40 ბონუსი)
II – 8 250 (110+20)
III – 6 750 (100+10)
IV – 5 750 (90)
V – 5 000 (80)
VI – 4 500 (70)
VII – 4 250 (60)
VIII – 4 000 (50)
IX – 3 250 (40)
X – 3 000 (30)
XI – 2 750 (20)
XII – 2 500 (10)
ხანტი-მანსიისკის გრან-პრი 12 მონაწილეს შორის წრიული სისტემით 11 ტურად ტარდება. დარჩენილი სათამაშო დღეებია: 14, 15, 16, 17, 19, 20 და 21 აპრილი, ხოლო 13 და 18 აპრილს მონაწილეები დაისვენებენ.
ცნობისთვის, 2014
ხანტი მანსიისკის გრან-პრი. 7-22 აპრილი.
მე-4 ტური
ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2527) – ტუვშინტუგს ბატჩიმეგი (მონღოლეთი, 2340) 1:0
ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2550) – ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2496) 1:0
კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2543) – იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2618) 0.5:0.5
ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი, 2321) – ანა მუზიჩუკი (
ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2489) – ოლგა გირია (რუსეთი, 2450) 0.5:0.5
ანა უშენინა (უკრაინა, 2501) – ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2552) 0.5:0.5
სატურნირო მდგომარეობა
3.5 – ჰოუ; 3 – მუზიჩუკი; 2.5 – ჟაო; 2 – სტეფანოვა, ლაჰნო, კოსტენიუკი, უშენინა, გირია; 1.5 - ძაგნიძე, მუმინოვა, კოსინცევა; 0.5 – ბატჩიმეგი;
მე-5 ტური
ჟაო – კოსტენიუკი
გირია – უშენინა
მუზიჩუკი – სტეფანოვა
ჰოუ – მუმინოვა
კოსინცევა – ლაჰნო
ბატჩიმეგი – ძაგნიძე