ჭადრაკი

16:23 | 1.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე რეიტინგში მე-5 ადგილზეა

ფიდე-ს მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კვლავაც ნანა ძაგნიძეს (2558) გააჩნია, რომელმაც ახლახანს დილიჟანში გამართულ გრან-პრის მე-2 ეტაპზე კარგად ითამაშა და მე-3 ადგილი დაიკავა. ნანა მე-5 ადგილზე რჩება, სრულად კი ათეული ასე გამოიყურება.

იუდიტ პოლგარი (უნგრეთი, 2696), ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2607), ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2600), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2594), ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2558), ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2553), კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2542), ვენჯუნ ჟუ (ჩინეთი, 2551), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2551), ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2528), მარი სებაგი (საფრანგეთი, 2528).

კლასიფიკაციის პირველ ასეულში ძაგნიძის გარდა, კიდევ რვა ქართველი მოჭადრაკეა: 13. ბელა ხოტენაშვილი (2512), 31. ლელა ჯავახიშვილი (2465), 41. ნინო ხურციძე (2443), 51. სალომე მელია (2428), 54. სოფიკო გურამიშვილი (2421), 60. ნინო ბაციაშვილი (2405), 88. სოფიკო ხუხაშვილი (2374) და 94. ნაზი პაიკიძე (2368).

ვაჟების რეიტინგს უწინდებურად ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი უდგას სათავეში, რომლის რეიტინგიც 2862-ია. მას კვალში ლევონ არონიანი (სომხეთი, 2813), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2796), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2784), ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2780), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2776), ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2775), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2775), ბორის გელფანდი (ისრაელი, 2773) და ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2767) უდგანან.

სამწუხაროდ, პოზიციებს თმობს ქართველი დიდოსტატი ბაადურ ჯობავა, რომელიც 2693 პუნქტით 55-ე ადგილამდე დაქვეითდა. მოწინავე ასეულში იგი საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელია.

იუნიორებში, გოგონათა შორის ასეულში 3 ქართველი მოჭადრაკეა: 7. ნაზი პაიკიძე (2368), 13. მერი არაბიძე (2320) და 30. მარიამ დანელია (2252). ბიჭებიდან ასეულში მხოლოდ ზურაბ ჯავახაძე (2455) ფიგურირებს, რომელიც 86-ე პოზიციაზეა.

0.116332