ჭადრაკი

17:32 | 3.01.2012 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე მოწინავე ათეულს დაუბრუნდა

ქართველი მოჭადრაკე ნანა ძაგნიძე (2535) მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ათეულს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ძაგნიძე მოწინავე ათეულში ჯერ კიდევ 2009 წელს გამოჩნდა და ბოლო სამი წლის განმავლობაში ორჯერ მე-4 ადგილამდეც აღზევდა, მცირე ჩავარდნის შემდეგ კი, ახალი წლის პირველ კლასიფიკაციაში მე-9 ადგილზე დამკვიდრდა.
ქართველი დიდოსტატის წინსვლა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ნაჩვენებმა შედეგმა განაპირობა, როდესაც საქართველოს ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და თავად ნანაც პირველ დაფაზე მე-3 გახლდათ. ამ წარმატების შედეგად, ძაგნიძის რეიტინგი 2535 პუნქტი გახდა.
ქალთა რეიტინგში პირველ ადგილზე უნგრელი იუდიტ პოლგარი (2710) რჩება, რომელსაც კვალში ჩინელი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი იიფან ჰოუ (2605), ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2589), ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2580), კატერინა ლაჰნო (უკრაინა, 2557), ვენჯუნ ჟუ (ჩინეთი, 2552), ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2551), ნადეჟდა კოსინცევა (რუსეთი, 2537), ნანა ძაგნიძე და ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2523) უდგანან.
საუკეთესო ასეულში, ძაგნიძის გარდა კიდევ 12 ქართველი მოჭადრაკეა: 17. მაია ჩიბურდანიძე (2500), 21. ბელა ხოტენაშვილი (2490), 33. ლელა ჯავახიშვილი (2454), 38. ანა მათნაძე (2447), 42. ნინო ხურციძე (2444), 49. ნინო ბაციაშვილი (2426), 61. ნაზი პაიკიძე (2411), 64. სოფიკო ხუხაშვილი (2408), 68. სალომე მელია (2398), 79. სოფიკო გურამიშვილი (2384), 84. თამარ წერეთელი (2383) და 98. მაია ლომინეიშვილი (2366).
ვაჟთა ასეულში საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი – ბაადურ ჯობავა ჰყავს, რომელიც 2704 პუნქტით 38-ეა. ვაჟებში კვლავაც ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი (2835) ლიდერობს, ათეულში კი მის გარდა, ლევონ არონიანი (სომხეთი, 2805), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2801), ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი, 2793), თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2773), ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2770), სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2769), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა, 2766), ალექსანდრ მოროზევიჩი (რუსეთი, 2763) და ვუგარ გაშიმოვიც (აზერბაიჯანი, 2761) იმყოფებიან.
ოცწლამდე გოგონათა რეიტინგში ნაზი პაიკიძე (2411) მე-5 ადგილზეა, ხოლო მერი არაბიძე (2358) – მე-11-ზე. ვაჟთა ოცეულში ქართველი მოჭადრაკე არ იმყოფება.

0.12897