დილიჟანში მიმდინარე ქალთა 2013-14 წლების საჭადრაკო გრან-პრის მე-2 ეტაპზე 7 ტურის თავზე წინ ინდოელი ჰამპი კონერუ (2597) გაიჭრა. აზიელის აქტივში 5.5 ქულაა და იგი უახლოეს კონკურენტ ანა მუზიჩუკს (
მე-7 ტურში მუზიჩუკმა თეთრი ფიგურებით ქართველ ნანა ძაგნიძეს (2550) სძლია, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი 4.0 ქულით მე-3 პოზიციაზე აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ წინა პარტიაში ნანამ თანამემამულე ბელა ხოტენაშვილს (2531) სძლია, რომელიც შემდეგ რუს ოლგა გირიას (2436) დაუზავდა და 2.5 ქულით 12 მონაწილეს შორის მე-10 ადგილზე იმყოფება.
დღეს, სომხეთში მიმდინარე ტურნირზე მე-8 ტურის პარტიები გათამაშდება. ძაგნიძე თეთრი ფიგურებით ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვას (2531) ეთამაშება, ხოლო ხოტენაშვილი შავებით მონღოლ ტუვშინტუგს ბატჩიმეგს (2316) დაუპირისპირდება.