ჭადრაკი

0:29 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე ლიდერს დაუზავდა

ქალთა საჭადრაკო გრან-პრის მე-2 ეტაპის მე-9 ტურში ნანა ძაგნიძე (2550) შავი ფიგურებით ერთპიროვნულ ლიდერ ჰამპი კონერუს (2597) დაუპირისპირდა და ყაიმი გააფორმა.

შედეგად, ძაგნიძემ 5.0 ქულა მოაგროვა და მე-3 ადგილი შეინარჩუნა, ხოლო კონერუ 6.5 ქულით პირველ პოზიციაზე რჩება. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ მე-2 საფეხურზე სლოვენიელი ანა მუზიჩუკია (2593), რომელიც თეთრებით მონღოლ ტუვშინტუგს ბატჩიმეგს (2316) დაუზავდა და თავი 6.0 ქულას მოუყარა.

3.5 ქულით ბოლოსწინა მე-11 ადგილზე რჩება ბელა ხოტენაშვილი, რომელიც გრან-პრის პირველი ეტაპის გამარჯვებულია. გასულ ტურში ბელამ თეთრი ფიგურებით ყაიმი ინდოელ დრონავალი ჰარიკასთან (2492) დააფიქსირა.

მე-10 ტურში, რომელიც სომხეთის ქალაქ დილიჟანში დღეს შედგება, ქართველი მოჭადრაკეები შავი ფიგურებით ითამაშებენ. ძაგნიძე ლიტველ ვიკტორია ჩმილიტეს (2511) ეთამაშება, ხოლო ხოტენაშვილი – სომეხ ელინა დანიელიანს (2475).

0.123602