ჭადრაკი

2:19 | 29.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე გამარჯვებულს ქულით ჩამორჩა

სომხეთის ქალაქ დილიჟანში დასრულებულ 2013-14 წლების საჭადრაკო გრან-პრის მე-2 ეტაპზე ნანა ძაგნიძემ (2550) 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა და სლოვენიელ ანა მუზიჩუკთან (2593) ერთად მეორე-მესამე ადგილები გაიყო.

ბოლო ტურში ქართველმა მოჭადრაკემ თეთრი ფიგურებით რუსი ოლგა გირია (2436) დაამარცხა და საბოლოოდ, ეტაპის გამარჯვებულ ჰამპი კონერუს (ინდოეთი, 2597) ქულით ჩამორჩა.

ტურნირის 12 მონაწილეს შორის 4.0 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა პირველი ეტაპის გამარჯვებული ბელა ხოტენაშვილი (2531). დასკვნით ტურში იგი თეთრებით მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ანა უშენინას (უკრაინა, 2499) დაუზავდა.

0.121249