ჭადრაკი

16:17 | 1.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე ფიდე-ს რეიტინგში მეხუთეა!

ფიდე-ს მიერ გამოქვეყნებულ მარტის რეიტინგში ქართველმა მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ (2559) მე-5 ადგილზე გადაინაცვლა, მის წინ კი მხოლოდ იუდიტ პოლგარი (უნგრეთი, 2709), იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2639), ჰამპი კონერუ (ინდოეთი, 2589) და ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2583) იმყოფებიან.
ქალთა კლასიფიკაციის მოწინავე ასეულში კიდევ 12 ქართველი მოჭადრაკე იმყოფება, რომელთა მდგომარეობა ასეთია: 16. მაია ჩიბურდანიძე (2500), 22. ბელა ხოტენაშვილი (2490), 37. ლელა ჯავახიშვილი (2448), 39. ნინო ხურციძე (2447), 40. ანა მათნაძე (2447), 44. ნინო ბაციაშვილი (2438), 61. სოფიკო ხუხაშვილი (2408), 62. ნაზი პაიკიძე (2406), 65. სალომე მელია (2400), 70. სოფიკო გურამიშვილი (2395), 80. თამარ წერეთელი (2383), 97. მაია ლომინეიშვილი (2366).
კაცთა რეიტინგში ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებელი ბაადურ ჯობავას (2706) გაააჩნია, რომელმაც 31-ე ადგილზე გადაინაცვლა. სამწუხაროდ, მის გარდა, ასეულში სხვა წარმომადგენელი არ გვყავს. რაც შეეხება საუკეთესო ხუთეულს, იგი ასე გამოიყურება: 1. მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2835), 2. ლევონ არონიანი (სომხეთი, 2820), 3. ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2801), 4. ვიშვანათჰან ანანდი (ინდოეთი, 2799), 5. ტეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 2784).
გოგონების კლასიფიკაციაში ნაზი პაიკიძეს (2406) მე-4 მაჩვენებელი გააჩნია და იიფან ჰოუს, მარია მუზიჩუკსა (უკრაინა, 2490) და ანასტასია ბოდნარუკს (რუსეთი, 2412) ჩამორჩება, მერი არაბიძე (2337) კი მე-14 ადგილზეა. ვაჟთა საუკეთესო ოცეულში ქართველი მოჭადრაკე არ ფიგურირებს, ლიდერთა ხუთეული კი ასე გამოიყურება: 1. ფაბიო კარუანა (იტალია, 2767), 2. ანიშ გირი (ჰოლანდია, 2717), 3. ლირენ დინგი (ჩინეთი, 2660), 4. უესლი სო (ფილიპინები, 2653), 5. ელტაჯ საფარლი (აზერბაიჯანი, 2645).

0.121407