ფეხბურთი

16:46 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილს ფორმაში შესასვლელად დრო სჭირდება

დანიის “ოდენსეში” დებიუტის შემდეგ, ლადო დვალიშვილმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯერ სასურველ სათამაშო ფორმაში არაა.

“მოედანზე გასვლამ გამახარა. რა თქმა უნდა, გამარჯვება მსურდა, მაგრამ დრო მჭირდება, რომ ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში შევიდე. დანიის ჩემპიონატის სათამაშო სტილი პოლონეთისას მაგონებს, რადგან ბევრი ორთაბრძოლაა. ისრაელში ორთაბრძოლები ნაკლები იყო და უფრო ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობდნენ. გულშემატკივრების მხარდაჭერა ძალიან მახარებს. ჩემზე რაცაა დამოკიდებული ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომავალში მათი ნდობა გავამართლო” – თქვა დვალიშვილმა.

0.118539