ფეხბურთი

23:05 | 24.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილმა ტრაპიზონში წააგო

ლადო დვალიშვილის “ლეგიამ” ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მორიგი მატჩი წააგო. მესამე ტურში ვარშაველები თურქეთში “ტრაბზონსფორთან” 0:2 დამარცხდნენ და გასვლის შანსი თითქმის აღარ დარჩათ.

ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და პირველი ტაიმის ბოლოს ჰქონდა ორი მომენტი: აქედან, ერთი განსაკუთრებით რეალური, როცა მეკარემ ურთულესი ბურთი მოიგერია.

ტირასპოლის “შერიფმა”, რომლის სპორტული დირექტორი ამ კლუბის ლეგენდა ვაჟა თარხნიშვილია, შინ 0:2 წააგო “ტოტენჰემთან” და 2 ქულით მესამე ადგილზეა. ვერტონგენმა მე-12 წუთზე გახსნა ანგარიში, 75-ეზე კი დეფომ მეორე გაუტანა მოლდოვურ კლუბს.

0.121909