ფეხბურთი

13:34 | 1.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილმა მოიგო, ბეგლარიშვილი ტრავმირებულია

პოლონეთის საფეხბურთო ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) ლიდერმა ვარშავის “ლეგიამ”, რომლის ღირსებასაც ვლადიმერ დვალიშვილი იცავს, მოსამზადებელ პერიოდში მორიგი სპარინგი ჩაატარა და “დოლცენს” 3:2 აჯობა.

ვარშაველთა ნორვეგიელმა მწვრთნელმა ჰეინიგ ბერგმა ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და მატჩის ბოლომდე არ შეუცვლია. “ლეგიას” ვებგვერდის ინფორმაციით, შეხვედრის მე-2 წუთზე  დვალიშვილმა მახვილი კუთხიდან სახიფათოდ დაარტყა და ბურთი სტუმართა მეკარემ მოიგერია. მან მონაწილეობა პირველ გოლშიც მიიღო, როდესაც 39-ე წუთზე ვავრჟინიაკმა ანგარიში გახსნა.

ესტონეთის მეისტრილიგაში (უმაღლესი ლიგა) მოასპარეზე ტალინის “ფლორამ” ამხანაგური მატჩი “ლევადიასთან” 0:1 წააგო. “ფლორაში” ზაქარია ბეგლარიშვილს არ უთამაშია, რადგან მცირე ტრავმა აქვს.  

0.133026