ვარშავის "ლეგიამ" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში 1:0 სძლია უელსურ "ნიუ სეინთს". ეს ერთადერთი გოლი ლადო დვალიშვილმა გაიტანა 53-ე წუთზე: ქართველმა კარგი პასი მიიღო მოედნის ცენტრიდან, საჯარიმოს მისადგობებიდან ოდნავ წინ წაიწია და 13-14 მეტრიდან დაარტყა.
დვალიშვილს კიდევ ჰქონდა საგოლე მომენტი, თუმცა ვერ გამოიყენა. ლადომ შეუცვლელად ითამაშა. "ლეგიას" სტუმრად 3:1 ჰქონდა მოგებული და მთლიანობაში, იოლად დასძლია უელსური ბარიერი.
III ეტაპზე დვალიშვილის გუნდი ოლე-გუნარ სოლსკიაერის "მიოლდეს" შეხვდება.
შოთა არველაძის "ქასიმფაშამ" ამხანაგური მატჩი ჩაატარა გერმანიის "ჰანოვერთან" და 1:0 იმარჯვა. ეს ერთადერთი გოლი "ჰანოვერის" უნგრელმა ფეხბურთელმა ჰუშტიმ გაიტანა საკუთარ კარში.