ლადო დვალიშვილმა მერვე გოლი გაიტანა ექსტრაკლასას მიმდინარე სეზონში, მისმა "ლეგიამ" კი შინ 2:0 სძლია "ზაგლებიეს" და ლიდერობს. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა, პირველ ტაიმში საგოლე პასი გაუკეთა ფურმანს, ხოლო მეორეში პენალტი გაიტანა.
დვალიშვილი და ლატვიელი ვიშნიაკოვსი ("ვიძევი") ბომბარდირთა სიაში მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, პირველზე კი "შლიონსკის" პორტუგალიელი თავდამსხმელი მარკო პაიშაოა 10 გოლით.
თურქეთში ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო შოთა არველაძის "ქასიმფაშამ" და მეორე ადგილზეა. შოთას გუნდმა გასვლაზე 3:0 სძლია "ერჩიესფორსს" და 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ფენერბახჩეს".