ფეხბურთი

21:08 | 13.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი: “ზოგჯერ ფეხები არ მემორჩილებოდა”

ლადო დვალიშვილს პოლონეთში არც ქება აკლია და არც კრიტიკა. ბოლო პერიოდში კრიტიკა გაცილებით მეტია – ლადომ შეკრებაზე სუსტად ითამაშა და ექსტრაკლასას მეორე წრისთვის კარგად არაა მომზადებულიო.

თავად ფეხბურთელი ამას დაღლილობით ხსნის და მჭიდრო კალენდარზე საუბრობს:

“ყოველ სამ დღეში ერთხელ როცა თამაშობ, ძალიან ძნელია. თანაც, როცა ასე გრძელდება 16 მატჩის განმავლობაში. თამაშის მერე მიდიხარ სახლში, ადრენალინით სავსე ხარ და ფაქტობრივად, ერთი ღამე არ გძინავს. და მაინც, მესმის მათი, ვინც მაკრიტიკებს. ეს “ლეგიაა”, სადაც განსაკუთრებული მოთხოვნებია. დღეს თუ კარგად ჩაატარებ, მომდევნო მატჩში ეს უკვე აღარავის ახსოვს. მესმის, რომ უკეთ უნდა ვითამაშო და ეს შემიძლია. აი, მაგალითად ისე, როგორც გასული წლის არაერთ შეხვედრაში ვითამაშე. დამიჯერეთ, მთელი გულით მინდოდა, რომ სულ უფრო და უფრო მეტი სარგებელი მომეტანა გუნდისთვის. თავს არ ვზოგავდი, მაგრამ ზოგჯერ ფეხები აღარ მემორჩილებოდა. ცხოვრებაში არასოდეს მითამაშია ასეთ მოკლე პერიოდში ამდენი მატჩი” – ამბობს დვალიშვილი.

“ლეგიამ” ახალი ფორვარდი გადაიბირა: პორტუგალიელი ორლანდო სა კვიპროსული ლიმასოლის აელ-იდან. ის 25 წლისაა და “ბრაგაში”, “პორტუში”, “ნასიონალსა” და “ფულემშიც” უთამაშია, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში კი ერთი მატჩი ჩაუტარებია.    

 

0.117864