ვარშავის “ლეგიას” ქართველმა ფორვარდმა ლადო დვალიშვილმა აღნიშნა, რომ მშვენივრად ესმის იმ ადამიანებისა, რომლებიც აკრიტიკებენ.
“თავდამსხმელი ვარ და ბევრი გოლი ვერ გავიტანე. მესმის როგორც ჟურნალისტების, ასევე ქომაგებისა, რომლებიც მაკრიტიკებდნენ. მათ ადგილზე რომ ვყოფილიყავი, შესაძლოა, მეც ასე მოვქცეულიყავი. ერთ მატჩში გმირი ხარ, მეორეში კი ყველაფერი ფუჭდება. ეს ფეხბურთია” – უთხრა ლადომ “ლეგიას” ოფიციალურ საიტს.
დვალიშვილმა ამ სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში (ყველა ტურნირზე ერთად აღებული) 11 გოლი გაიტანა, თუმცა პოლონური პრესა აღნიშნავს, რომ არის მატჩები, სადაც ქართველი ჩრდილშია და ძალიან სუსტად გამოიყურება.
“ძალიან ვიღლებოდი. ენერგია არ მყოფნიდა. საბედნიეროდ, მწვრთნელი ამას გაგებით ეკიდება და მამხნევებს. თუმცა, როცა “ლეგიაში” თამაშობ, საუკეთესო უნდა იყო. “ლეგია” ხომ პოლონეთის პირველი გუნდია”.
ლადოს იმედი აქვს, რომ “კიოლნთან” ხუთშაბათს გასამართ მატჩში გუნდი წარმატებას მიაღწევს და თავადაც შეეცდება გოლის გატანას.