ლადო დვალიშვილი კარიერას დანიის "ოდენსეში" გააგრძელებს. ფეხბურთელი ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლის კლუბში და კონტრაქტიც გაფორმდება. ეს დანიურმა tipsbladet-მა გამოაქვეყნა.
"ოდენსემ" დანიის სუპერლიგის გასული სეზონი მეათე ადგილზე დაასრულა, ამჟამად კი 4 ტურის შემდეგ 2 ქულა აქვს და 12 გუნდს შორის, მე-11 პოზიციაზეა. კლუბი დანიის 3-გზის ჩემპიონი და 5-გზის თასის მფლობელია.
რაც შეეხება დვალიშვილს, ის თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა "ოდენსეში", რადგან ვარშავის "ლეგიასთან" კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით შეწყდა. დვალიშვილმა წელიწადნახევარი ითამაშა "ლეგიაში", ორ-ორჯერ მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და თასი.
ვაჟა ზაზაშვილი