ფეხბურთი

13:08 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი: “ჩემი ჟესტი? ეს მათ, ვისაც არ ვუყვარვართ”

ლადო დვალიშვილმა “”პიასტი”-“ლეგიას” მატჩის (1:2) შემდეგ თქვა, თუ ვის მიმართ იყო ჟესტი – გადამწყვეტი გოლის გატანა, ქართველმა ფორვარდმა ხელის მოძრაობით, არაკორექტულად გამოხატა. საქმე ისაა, რომ ლადოს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სულ აკრიტიკებდნენ და ერთადერთი, “ლეგიას” მწვრთნელმა ჰენინგ ბერგმა დაიცვა სახალხოდ.

“ჩემი ჟესტი გულშემატკივრების მიმართ ნამდვილად არ ყოფილა მიმართული. მათ პატივს ვცემ, მართლაც სასწაულად გვიჭერენ მხარს. ქომაგებს შეუძლიათ ჩემი გაკრიტიკება, რადგან მათ უყვართ “ლეგია” და გუნდის თითოეული ფეხბურთელი. ამიტომაც ნორმალურია, როცა თავიანთ აზრს გამოხატავენ. ეს ჟესტი მათ მიმართ იყო, რომლებსაც არ ვუყვარვართ, ჩვენთვის ცუდი სურთ და გამიზნულად გვაკრიტიკებენ, რათა ნერვებზე იმოქმედონ” – თქვა დვალიშვილმა.  

ეს დვალიშვილის მეათე გოლი მიმდინარე ექსტრაკლასაში. ამდენივე აქვს “ლეგიას” კიდევ ერთ ფეხბურთელს, რადოვიჩს. პირველ ადგილზე კი, 16 გოლით, “შლიონსკის” პორტუგალიელი ფორვარდი მარკო პაიშაოა. 

0.114959