ჭიდაობა

16:52 | 16.03.2011 | ნანახია [] - ჯერ

დუშეთში საქართველოს ნაკრებები და იაპონელები ჩავლენ

საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებთან ერთად, 3 იაპონელი სპორტსმენი მოემზადება. ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში დადასტურებული ინფორმაციით, ორი მოჭიდავე უკვე საქართველოშია, მესამე კი ოთხ დღეში ჩამოვა.
“პირველი ომაგარ შინოსკე გვესტუმრა, რომელიც კლასიკური სტილის მიმდევარია და 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის. ვაკის დარბაზშიც ივარჯიშა და ახლა დუშეთის შეკრებაშიც მიიღებს მონაწილეობას, ჩვენს ნაკრებთან ერთად. დუშეთშივე გაივლიან მოსამზადებელ ეტაპს თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, ცუკასა სატო (66 კგ) და ტეცურო ასამი (84 კგ). ეს უკანასკნელი საქართველოს 22 მარტს ესტუმრება. სატო კი, ხუთი დღის წინ ჩამოფრინდა. აზიელმა სპორტსმენებმა თავად გამოთქვეს ჩვენს ნაკრებებთან ერთად ვარჯიშის სურვილი. სამომავლოდ საქმიანი ურთიერთობის გაღრმავებას და იაპონიის ჭიდაობის ფედერაციასთან დამეგობრებასაც ვგეგმავთ” – უთხრა “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მალხაზ ჯორბენაძემ.
 

 

ოთარ მაღლაკელიძე

 

0.120418