ფეხბურთი

16:37 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დუშან უჰრინს 2010 წელს "სტიაუას" ჩაბარების შანსი ჰქონდა

 

Sport.ro წერს, რომ 2010 წელს დუშან უჰრინი "სტიაუას" მწვრთნელობის კანდიდატად განიხილებოდა. ეს თავად ჩეხი სპეციალისტის სიტყვებზე დაყრდნობით. როგორც იცით, უჰრინი "ტიმიშოარაში" მუშაობდა და მისმა გუნდმა "სტიაუაზე" მაღალი ადგილი დაიკავა: "ტიმოშოარა" მეორეზე გავიდა, "სტიაუა" კი - მეხუთეზე. მანამდე ერთი სეზონით ადრე კი ჩეხმა "ბოლესლავი" გაიყვანა ჩემპიონატში მეორე პოზიციაზე, საიდანაც ჯერ კვიპროსულ აელ-ში წავიდა, ხოლო მალევე "ტიმოშოარას" თავკაცად დაინიშნა.

"მაშინ ჩემთვის სამწუხარო იყო, რომ "სტიაუა" ვერ ჩავიბარე. ალბათ, ასეც უნდა მომხდარიყო. თუმცა, ახლა თბილისში ვარ და ბედნიერად ვგრძნობ თავს".

უჰრინმა "სტიაუაზე" ისაუბრა:

"რომ გითხრათ, "სტიაუაზე" ყველაფერი ვიცი-მეთქი, მოგატყუებთ. თუმცა, მაქვს ინფორმაცია რამდენიმე ფეხბურთელზე და მათ პირადადაც ვიცნობ. "ტიმიშოარადან" ვიცნობ ნიკოლიჩს, ბურჩიანუსა და ლატოვლევიჩს. არ დავმალავ, ვისურვებდი, რომ ისინი ჩემს გუნდში თამაშობდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებს ჩრდილს ვაყენებდე. მყავს კარგი და ძალიან კარგი მოთამაშეები. ალალად გეტყვით: ნამდვილად არ მეშინია "სტიუასთან" დაპირისპირების" - თქვა უჰრინმა.


0.116772