უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ფარერების “სტრეიმურთან” გამარჯვების შემდეგ (3:1), თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა ჩეხმა დუშან უჰრინმა განაცხადა, რომ ეს მოგება, პრესტიჟისთვის მნიშვნელოვანი იყო.
“საჭირო გამარჯვება იყო, თუნდაც პრესტიჟისთვის და კოეფიციენტის გაუმჯობესების თვალსაზრისით. პირველი შეხვედრისგან განსხვავებით, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები მოვახდინეთ. ვემზადებით მომავალი მატჩებისთვის”, – იუწყება უჰრინის სიტყვებს “დინამოს” ოფიციალური ვებგვერდი.
ბადრი კეთილაძის ფოტო