ფეხბურთი

15:59 | 19.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დუშან უჰრინი: “რუმინეთში “სტიაუასთან” არასოდეს წამიგია”

 

თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში განაცხადა, რომ ამჟამინდელი ბუქარესტის “სტიაუას” შესახებ მცირე ინფორმაციას ფლობს.

“სტრეიმურის” ძლევის შემდეგ, ჩვენი მეტოქე სავარუდოდ “სტიაუა” იქნება. ბუქარესტელებმა “ვარდარს” შინ დიდი ანგარიშით (3:0) მოუგეს. დღევანდელი “სტიაუას” შესახებ მცირე ინფორმაციას ვფლობ. გასულ სეზონში ბუქარესტელები ევროპის ლიგაში წარმატებით გამოვიდნენ. გუნდში ძირითადად რუმინელი ფეხბურთელები თამაშობენ. რამდენიმე მათგანი - ლატოვლევიჩი, ნიკოლიჩი, ბორჩანუ - ჩემთან “ტიმიშოარაში” თამაშობდა. “სტიაუას” პრაქტიკულად ყველა საშინაო მატჩზე ანშლაგია. იმედი მაქვს, რუმინელებთან შეხვედრის დროს, “დინამო არენას” ტრიბუნებიც გაივსება. რუმინეთში მუშაობის პერიოდში “სტიაუასთან” არასოდეს წამიგია”, – თქვა უჰრინმა.

შეგახსენებთ, რომ 45 წლის უჰრინი 2007-2008 და 2010-2011 წლების სეზონებში “ტიმიშოარას” წვრთნიდა, ხოლო 2008-2009-ში – “კლუჟს”.

ლაშა კუპრაშვილის ფოტო 


1.429046