ფეხბურთი

17:30 | 24.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

დუშან უჰრინი: “100 პროცენტით მობილიზაცია გვმართებს”

ჩემპიონთა ლიგის მე-2 ეტაპის კენჭისყრის შედეგის კომენტირებისას, თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა განაცხადა, რომ მომავალ მატჩებში, მის გუნდს 100 პროცენტით მობილიზება მართებს.

დუშან უჰრინი: “სავარაუდო მეტოქეებს შორის უფრო ძლიერი გუნდები იყვნენ. კარგია, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე შედარებით უფრო სუსტ მოწინააღმდეგეს შევხდებით. ასი პროცენტით მობილიზაცია გვმართებს”.

ლევან ხმალაძე: “სავარაუდო მეტოქეები ისე განაწილდნენ, რომ 3 ძლიერი და 3 სუსტი გუნდი იყო. გაგვიმართლა, შედარებით სუსტი გუნდი შეგვხვდა. ვალდებულნი ვართ ეს ეტაპი გადავლახოთ. მიუხედავად იმისა, რომ შეკრებაზე ძლიერი მეტოქეები გვყავს, ოფიციალურ შეხვედრებს სულ სხვა ხიბლი აქვს და მეორე საკვალიფიკაციო მატჩები ფორმაში შესასვლელად გამოგვადგება. ანდორის გუნდთან თამაშს ვისურვებდი, ფარერების კუნძულებზე მგზავრობა ძალიან მომქანცველია”.

გივი კვარაცხელია: “მობილიზება გვმართებს და ამ ეტაპს აუცილებლად დავძლევთ. სეზონისთვის იდეალურ პირობებში ვემზადებით, მთაში ვართ, ფილტვებს ვხსნით და ორგანიზმს ვამზადებთ”.

გიორგი მერებაშვილი: “ჩვენ დიდი მიზნები გვაქვს, ჩემპიონთა ლიგის ან ევროპის ლიგის ჯგუფში მოხვედრა. გამომდინარე აქედან, შესაძლოა არ ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა მეტოქეს, მაგრამ ცხადია სუსტი გუნდი ჯობდა. ეს შეხვედრები სასურველი კონდიციების მიღწევაში დაგვეხმარება. შეკრებაზეც კარგი მეტოქეები გვყავს. გუნდში მშვენიერი განწყობა და ატმოსფეროა”.

ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო 

0.120322