ფეხბურთი

15:11 | 19.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

დუნგამ, შესაძლოა ბრაზილიას კვლავ უთავკაცოს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი და მწვრთნელი დუნგა, "სელესაოს" თავკაცის თანამდებობაზე დასახელებულ კანდიდადთა შორის იმყოფება. აღნიშნულ ინფორმაცია როიტერი ავრცელებს.

ბრაზილიური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ამერიკელები კიდევ რამდენიმე კანდიდატურას განიხილავენ: "კორინთიასის" მწვრთნელი ტიტე და "სან პაულოს" დამრიგებელი რამალიო. აგრეთვე, გავრცელებული ინფორმაციით, "სელესაოს" მწვრთნელობის კანდიდატთა შორის ლეონარდოცაა.

მოგეხსენებათ, დუნგა ბრაზილიას 2006 წლიდან 2010 წლის მუნდიალის დასრულებამდე წვრთნიდა. სამხრეთ აფრიკაში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე "სელესაომ" ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებთან 1:2 წააგო და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ დუნგას ეს წარუმატებლობა არ აპატია.

დუნგას სრული სახელი და გვარია კარლოს ბლედორნ ვერი. ამჟამად ბრაზილიელი სპეციალისტი უმუშევარია. ბოლოს დუნდა "ინტერნასიონალს" წვრთნიდა, თუმცა 2013 წლის ოქტომბერში გაანთავისუფლეს.

50 წლის დუნგას მიერ დამოძღვრილმა ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა 42 მატჩში გამარჯვება იზეიმა, 12 შეხვედრა ფრედ დაასრულა, ხოლო 6 მატჩში დამარცხდა. დუნგამ 2007 წელს კოპა ამერიკა მოიგო, 2009 წელს კი კონფედერაციის თასის გამარჯვებული გახდა.

გიორგი ბალახაძე

თეგებიდუნგა
0.182586