ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლოს დუნგამ უახლოესი ორი ამხანაგური მატჩისთვის 22 ფეხბურთელს უხმო.
დუნგას რჩეულები შემდეგი ფეხბურთელები არიან:
მეკარეები: ჯეფერსონი (“ბოტოფაგო”), რაფაელ კაბრალი (“ნაპოლი”);
მცველები: დავიდ ლუისი, მარკინიოსი (ორივე პსჟ), ჟილი (“კორინთიანსი”), ჟოაო მირანდა (“ატლეტიკო”), დოდო (“ინტერნასიონალი”), ფელიპე ლუისი (“ჩელსი”), მარიო ფერნანდესი (“ცსკა”), დანილო (“პორტო”);
ნახევარმცველები: რამირესი, ოსკარი, ვილიანი (სამივე “ჩელსი”), ელიასი (“კორინთიანსი”), ლუის გუსტავო (“ვოლფსბურგი”), ფერნანდინიო (“მანჩესტერ სიტი”), ევერტონ რიბეირო (“კრუზეირო”), ფელიპე კოუტინიო (“ლივერპული”);
თავდამსხმელები: რიკარდო გუილარტი (“კრუზეირო”), რობინიო (“სანტოსი”), ნეიმარი (“ბარსელონა”), დიეგო ტარდელი (“ატლეტიკო მინეირო”).
ბრაზილიის ნაკრები 11 ოქტომბერს ჩინეთში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 14-ში სინგაპურში იაპონიას გაეჯიბრება.
ირაკლი ალიმბარაშვილი