ფეხბურთი

16:07 | 9.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

დუნგა: “ლეანდრო დამიანის გაშვებას არ ვაპირებ, მაგრამ...”

“ინტერნასიონალის” მთავარი მწვრთნელი დუნგა ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე თავდამსხმელ ლეანდრო დამიანის შენარჩუნებას გეგმავს. ევროპული სპორტული გამოცემების მიერ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის ფეხბურთელის შეძენა “ნაპოლის”, “ტოტენჰემსა” და “ზენიტს” სურთ და მზად არიან, ტრანსფერში დაახლოებით 17 მილიონი ევრო გადაიხადონ.

“ჩემი აზრით, დამიანი გაცილებით ძვირი ღირს. იგი არა მარტო ბომბარდირია, არამედ მეტოქისთვის ბურთის ართმევაც კარგად შეუძლია. იმედია, შევძლებთ და კიდევ მინიმუმ ერთი სეზონით შევინარჩუნებთ, მაგრამ სამწუხაროდ, საბოლოო გადაწყვეტილება ჩემზე არაა”, – განაცხადა დუნგამ.

ლეანდრო დამიანს ბრაზილიის ნაკრებში ჩატარებულ 16 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.118742