კალათბურთი

1:49 | 2.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

დუდა სანაძის 18-მა ქულამ “სან დიეგოს” ვერ უშველა

დუდა სანაძემ 18 ქულა მიაშველა “სან დიეგოს” ალბუკერკში “ნიუ მექსიკო ლობოსთან” გამართულ შეხვედრაში, თუმცა ეს წამატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. კალიფორნიულმა გუნდმა სეზონის მე-2 მატჩი წააგო და ახლა, მისი მონაგარი 9 შეხვედრაში 7 მოგებაა.

“მე ვამაყობ ჩემი გუნდით. მიუხედავად დამარცხებისა, ბიჭებმა სანაქებოდ იბრძოლეს და რაც შეეძლოთ, გააკეთეს. მოგებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ საბოლოოდ მასპინძლებს გაუმართლათ. სანამ აქ ჩამოვიდოდით, 4 დღეში 3 მატჩი ვითამაშეთ, რამაც დიდი ძალები წაგვართვა. მე ბიჭებს ვუთხარი, თუ ისინი იბრძოლებდნენ, წაგების გამო საყვედურს არ ვეტყოდი. მათ ეს შეასრულეს”, - განაცხადა მატჩის შემდეგ სანდიეგოელთა დამრიგებელმა ბილ გრირმა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველ ნახევარში უმეტესად სანდიეგოელები ლიდერობდნენ, შესვენების შემდეგ კი ინიციატივა მასპინძლებმა მოიპოვეს. საბოლოოდ ყველაფერი ბოლო წუთებზე გადაწყდა – “ნიუ მექსიკომ” 73:66 იმარჯვა.

“სან დიეგოში” 25 ქულით საუკეთსო ჯონი დი გახდა, ქართველმა უკანახაზელმა კი 7-დან 3 ორქულიანი და 9-დან 4 სამიანი ჩააგდო. 18 ქულასთან ერთად სანაძემ 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

მომდევნო მატჩს “სან დიეგო ტორეროსი” თანაქალაქელ “სან დიეგო სტეიტთან” 5 დეკემბერს გამართავს.

www.gbf.ge

0.116866