ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე საფრანგეთის დროშას, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მოფარიკავე – ლორა ფლესელ-კოლოვიცი გაიტანს.
წარმოშობით გვადელუპელი ლორა, სამშობლოში ყველაზე ტიტულოვან სპორტსმენად მიიჩნევა. 1996 წელს ატლანტაში, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ შეჯიბრებაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 2000 წელს, სიდნეიში, ამავე დისციპლინებში 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, 2004 წელს კი, ათენში, ინდივიდუალურ პაექრობაში ვერცხლი მიიღო. ამას გარდა, ფლესელი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია. ამჟამად, 40 წლის სპორტსმენი ვარჯიშს განაგრძობს და თავისი ბოლო ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება.