ფეხბურთი

13:22 | 2.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

დროგბა: "თერიმი მოურინიოს ჰგავს"

 

სტამბულის “გალათასარაის” ფორვარდმა დიდიე დროგბამ გუნდის თავკაცი ფათიხ თერიმი მადრიდის “რეალის” მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს შეადარა. კოტდივუარელს მიაჩნია, რომ ამ ორ სპეციალისტს შორის დიდი მსგავსებაა.

“მოურინიოსთან დაკავშირებით, გასახსენებელი ბევრი მაქვს. ის ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო და ყველა აკვირდებოდა. ჟოზე თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმის მიღებას ცდილობდა. ფათიხ თერიმიც ზუსტად ასეა. “რეალთან” მატჩი ჩემთვის განსაკუთრებულია. ჩემპიონთა ლიგაში ჩემი პირველი მატჩი სწორედ მადრიდში ვითამაშე. მაშინ “მარსელში” ვთამაშობდი და გოლიც გავიტანე, მაგრამ 2:4 დავმარცხდით. ეს 2003/04 სეზონის ჯგუფურ ეტაპზე მოხდა. ეს დღე არასდროს დამავიწყდება, რადგან ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენლოვანი მომენტი იყო”, - ციტირებს ვეტერანი აფრიკელის სიტყვებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ “რეალი” “გალათასარაის” ოთხშაბათს უმასპინძლებს.

0.126965