ფეხბურთი

17:46 | 12.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

დრმიჩი "ლევერკუზენში" გადავიდა

"ნიურბერგის" შვეიცარიელი თავდამსხმელი იოსიპ დრმიჩი ლევერკუზენის "ბაიერის" ფეხბურთელი გახდა. ეს ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა.

დრმიჩმა "ლევერკუზენთან" 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 21 წლის ფეხბურთელი შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წევრიცაა და მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ შვეიცარიელი "ნიურბერგმა" ერთი წლის წინათ "ციურიხიდან" 2.2 მილიონ ევროდ შეიძინა. დრმიჩმა ბუნდესლიგაში პირველივე სეზონი საკმაოდ ნაყოფიერად გაატარა და 33 მატჩი 17 გოლი გაიტანა. ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში კი მესამე ადგილზე გავიდა.

 

გიორგი ბალახაძე

0.117161